|
2023-10-15 11:20:52, 971 ნახვა
მსოფლიო
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში 300 ადამიანი დაიღუპა, 800 კი დაშავდა
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად 300 ადამიანი დაიღუპა და 800 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საერთო ჯამში, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორში დაღუპულია 2 329 და დაშავებულია 9 042 ადამიანი. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. ქვეყანამ განაცხადა, რომ მზადდებოდა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება, აღნიშნულის ფონზე კი, ისრაელმა მოუწოდა გაეროს, ვიდრე ოპერაციას დაიწყებდა, ღაზას ჩრდილოეთით მყოფი მოსახლეობის სამხრეთში ევაკუაცია განეხორციელებინა. ისრაელის მოწოდების საპასუხოდ, "ჰამასმა" ადგილობრივებს უთხრა, რომ არ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები. ისრაელის მიერ ევაკუაციისთვის განკუთვნილი 24 საათის ამოწურვის შემდეგ, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის მცხოვრებლებს სამხრეთში გადაადგილებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. 7 ოქტომბრიდან დღემდე, "ჰამასმა" არაერთი სარაკეტო იერში განახორციელა ისრაელის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქებზე, მათ შორის სდეროტზე, აშკელონზე, თელ-ავივზე, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო საჰაერო იერიშები მოჰყვა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)