|
2023-10-15 11:08:04, 563 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - ახლა არის იდეალური პერიოდი იმისთვის, რომ გრიპზე ავიცრათ
შემოდგომა ვირუსების ცირკულაციის პერიოდია. წელს უკვე ცირკულირებს რინოვირუსი, ენტეროვირუსი. შედარებით მცირეა, დაახლოებით, 7-8% კორონავირუსი. მსგავსი სურათი გვქონდა გასულ წელსაც, არაფერი უჩვეულო და განსაკუთრებული წლევანდელ სეზონზე არ არის. რაც შეეხება გრიპს, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, მხოლოდ თითოეული შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა, მიმდინარე კვირაში გრიპის ვირუსი საერთოდ არ დაფიქსირებულა. ასევე არ აღინიშნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო ადასტურებს. აღნიშნული ჩვენთვის იმის შესაძლებლობაა, რომ ახლა დაწყებული ვაქცინაცია, თვის ბოლომდე შექმნის ძალიან კარგ მოსამზადებელ პერიოდს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას თქმით, სახელმწიფომ "ებოტის" წარმოების 200 000 მაღალი ხარისხის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. მისი განმარტებით, ვაქცინა იცავს როგორც გრიპის გადადების, ისე მძიმე ფორმების განვითარებისგან, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რისკ-ჯგუფებში შემავალი პირების ვაქცინაცია. “ვაქცინა უფასოა და სახელმწიფო პროგრამა ამას სრულად ფარავს, საოჯახო მედიცინის ცენტრები და კლინიკების დიდი ნაწილი ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, 60 წლის და ზემოთ პირები არიან მაღალი რისკის მატარებლები, ასევე შაქრიანი დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ორსულებისთვის, მათი აცრა მოხდება პირველ ეტაპზე და აუცილებლად უნდა მიგვმართონ და აიცრან. ორსულებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვინახავთ გარკვეულ რაოდენობა ვაქცინას, იმისთვის, რომ როგორც კი დადგება ორსულობა, აიცრან და ამის შესახებ მას რეკომენდაციას აუცილებლად მისცემს მეან-გინეკოლოგი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილის თქმით, რისკ-ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება. 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)