|
2023-10-14 13:20:33, 846 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელს თავდაცვისთვის ყველაფერი ჰქონდეს
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელს თავდაცვისთვის ყველაფერი ჰქონდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, მის გუნდს ისრაელთან, ეგვიპტესთან, იორდანიასთან და სხვა არაბულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს. ამასთან ერთად, როგორც ბაიდენი აღნიშნავს, აშშ მუშაობს "ჰამასის" მიერ გატაცებული ამერიკელების დასაბრუნებლად და კომუნიკაცია აქვთ გატაცებულების ოჯახის წევრებთან. "რაც უფრო მეტი თავდასხმის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, მით უფრო საშინელი ხდება ის. 1 000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სულ მცირე 27 ამერიკელი. ამ ხალხის ფონზე "ალ-ქაიდა" წმინდანად გამოიყურება. ისინი სუფთა ბოროტება არიან. თავიდანვე ვთქვი, შეერთებული შტატები ისრაელის გვერდით დგას. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ისრაელში იმყოფებოდა, ახლა კი იქ თავდაცვის მდივანი ოსტინია.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)