|
2023-10-14 10:17:37, 978 ნახვა
მსოფლიო
ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ძალიან აფასებს პუტინის პოზიციას, ომში შუამავლობაზე
ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", განაცხადა, რომ აფასებს რუსეთის პოზიციას სადაც მოსკოვმა დაგმო ღაზას ბლოკადა და აკეთებს "დაუნდობელ ძალისხმევას" ისრაელის თავდასხმების შესაჩერებლად. -წერს Washington Post-ი. რუსული სააგენტო RIA Novosti ციტირებს განცხადებას შემდეგნაირად: „ჩვენ "ჰამასის" მოძრაობაში ძალიან ვაფასებთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოზიციას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე სიონისტური აგრესიის მიმართ და მის წინააღმდეგობას ღაზას ბლოკადასთან, მისთვის დახმარების მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით“. პუტინმა ერთი დღით ადრე თქვა, რომ რუსეთი მზად არის კოორდინაცია გაუწიოს ყველა კონსტრუქციულად მოაზროვნე პარტნიორს, რათა „მოლაპარაკების გზით მოაგვაროს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი“. ისრაელზე თავდასხმის შემდეგ კრემლმა გამოხატა შეშფოთება, მაგრამ პირდაპირ არ დაგმო "ჰამასის" ბოევიკები, არამედ წარმოაჩინა თავდასხმა, როგორც დასავლური დიპლომატიის წარუმატებლობა, იხსენებს Washington Post. გარდა ამისა, პუტინის წინადადება მოვიდა იმ დროს, როდესაც ის თავად აწარმოებს ომს უკრაინაში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, აღნიშნავს ამერიკული გამოცემა. რუსეთის პრეზიდენტმა პარასკევს სიტყვასიტყვით თქვა: „ისრაელი, რა თქმა უნდა, უპრეცედენტო თავდასხმის წინაშე დგას, რაც ისტორიაში არასდროს მომხდარა. და არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ შესრულების ბუნებით. სისასტიკით... ისრაელი პასუხობს მასშტაბურად და ასევე საკმაოდ სასტიკი მეთოდებით“. პუტინმა მოუწოდა ისრაელს "დაფიქრდნენ მშვიდობიანი მოსახლეობაზე".
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)