|
2023-10-13 16:47:13, 710 ნახვა
საზოგადოება
მარიჯანის ქუჩაზე ახალი მულტიფუნქციური სტადიონი გაიხსნა - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
"საქართველოს ბანკი" განაგრძობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კამპანიაში #შენიმოედანი აქტიურადაა ჩართული. კამპანიის ფარგლებში, "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, მარიჯანის ქუჩაზე პირველი უნივერსალური მოედანი მოეწყო, რომელიც ჩოგბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს ერთ სივრცეში აერთიანებს. სპორტული მოედნის რეაბილიტაცია MUGA (Multi Use Games Area) კონცეფციის მიხედვით მოხდა, რაც თანამედროვე და მაღალი ხარისხის სპორტული სივრცეების შექმნას გულისხმობს. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ე.წ. „დარბილებული“ სპორტული მოედანი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, ითამაშოს მისთვის საყვარელი სპორტი თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილ გარემოში. კამპანია ქ. თბილისის საკრებულოს, კომპანია "რენიუ ჰოლდინგის" და აიპ "მომავლის კალათბურთის" ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება. „საქართველოს ბანკი" აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდების განვითარებისთვის საჭირო პროექტების მხარდაჭერას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით გაფორმდა კიდეც თბილისის საკრებულოსა და "საქართველოს ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანიც სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება-მოწყობის გზით საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის ძალიან კარგი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაზრდის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი მულტიფუნქციური სტადიონის გახსნაც ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი მხარდაჭერით, მარიჯანის ქუჩაზე პირველი უნივერსალური მოედანი მოეწყო, სადაც არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ნებისმიერ მსურველს, შესაძლებლობა ექნება, დაკავდეს მისთვის სასურველი სპორტის სახეობით - იქნება ეს კალათბურთი, ფეხბურთი თუ ჩოგბურთი, და ხელი შეუწყოს საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობას“, - აღნიშნავს თორნიკე კუპრაშვილი, კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)