|
2023-10-13 10:13:44, 781 ნახვა
მსოფლიო
გაერო - ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 420 000-ს გადააჭარბა
"ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელის საპასუხო იერიშების შემდეგ, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 420 000-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას Anadolu გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სამსახური არ გამორიცხავს, რომ მას შემდეგ, რაც "ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელი მძიმე საპასუხო იერიშებს ახორციელებს, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. „გასული 24 საათის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა და 423 000-ს შეადგენს. ისრაელის მძიმე დაბომბვა ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან, თითქმის შეუფერხებლად გაგრძელდა. მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მრავალი საცხოვრებელი კორპუსი იქნა განადგურებული“,- ნათქვამია გაეროს ინფორმაციაში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)