2023-10-12 17:52:53, 678 ნახვა
მსოფლიო
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1 400-ს აჭარბებს
ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 417-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ღაზას ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაშავებულია 6 268 ადამიანი.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში 338 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებულია.
დაღუპულთა რიცხვი იზრდება ისრაელშიც. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,