|
2023-10-10 12:15:55, 759 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციასთან, რომელსაც მინისტრის მოადგილე ვუგარ კარიმოვი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და სამინისტროებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. „ჩვენ ქვეყნებს ხანგრძლივი მეგობრობა და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც კიდევ უფრო გააღრმავებს ბოლო პერიოდის მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები. სამინისტროების დონეზე, აზერბაიჯანულ მხარესთან გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი, რომელიც არაერთი მიმართულებით თანამშრომლობას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ გარემოს დაცვის, მათ შორის, ტყის მართვისა და დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით; კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა და მზად ვართ, აზერბაიჯანელ კოლეგებს გავუზიაროთ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებითაც გაგრძელდეს. „კავკასიის რეგიონი, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, მსოფლიოს ათეულში შედის. საქართველო და აზერბაიჯანი კი, რეგიონში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. ვფიქრობ, ორივე მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ერთობლივი, რეგიონული და ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას და ეროვნული პარკების განვითარებას. ჩვენი სურვილია გავიზიაროთ საქართველოს გამოცდილება ტყის მართვის და საკანონმდებლო ბაზის შექმნის, დაცული ტერიტორიების განვითარების, ბიოსფერული რეზერვატების შექმნის/მართვის და სხვა მიმართულებებით. ჩვენი მხრივ, ქართველ კოლეგებს გავუზიარებთ გამოცდილებას გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის მიმართულებით“, - განაცხადა ვუგარ კარიმოვმა. ოთარ შამუგიასთან შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულების დეტალები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნინო თანდილაშვილთან განიხილა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და კახა კაკაბაძე, ასევე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)