|
2023-10-10 11:30:01, 632 ნახვა
საზოგადოება
მერია - ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება
ვარკეთილის დასახლებაში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ამოქმედების შემდეგ ყოველთვიურად 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა. „მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. გაზაფხულისთვის მთლიანად დასრულებული იქნება პროექტი. აქ იქნება კალათბურთის, ჭიდაობის, ტანვარჯიშის და სხვა დარბაზები, ასევე არის საცურაო აუზები, როგორც პატარებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. იქნება ასევე ტრენაჟორების სივრცე, მედიათეკა და ა.შ. როგორც გითხარით, მულტიფუნქციური ცენტრის ორი პროექტი სამგორის რაიონში და დიდ დიღომში მიმდინარეობს და მალე დასრულდება. გვინდა, რომ ყველა რაიონში თითო ასეთი ცენტრი აშენდეს, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება ვარჯიშის, გართობის, დასვენების შესაძლებლობა. პროექტში ასევე გათვალისწინებულია ეზოს კეთილმოწყობა. აქვე არის სკოლა და ვფიქრობ, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი სტიმული იქნება ამ ცენტრის არსებობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე. მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება სხვადასხვა ტიპის დარბაზები, ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; სპორტული ინვენტარის მაღაზია; მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; საკონფერენციო დარბაზი; სახელოვნებო სკოლა; სამაგიდო თამაშების სივრცე. ცენტრს ექნება მიწისქვეშა პარკინგი.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)