|
2023-10-10 09:57:08, 914 ნახვა
მსოფლიო
გაეროში ისრაელის ელჩი - ღაზაში 150-მდე მძევალია დაკავებული
ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ღაზაში 150-მდე მძევალია დაკავებული. აღნიშნულის შესახებ გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა CNN-თან საუბრისას განაცხადა. ერდანის თქმით, მძევლებთან დაკავშირებული სიტუაცია ისრაელს ხელს ვერ შეუშლის იმაში, "რაც უნდა გააკეთოს ისრაელის მომავლის დასაცავად." "ჩვენ გვყავს მძევლების უპრეცედენტო რაოდენობა.. 100-150-მდე. ჩვენ ველით, რომ წითელი ჯვარი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ფოკუსირებას მოახდენს ამ მძევლებზე და იმაზე, რომ მათ ეპყრობიან საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მაგრამ ეს არ შეგვიშლის ხელს იმაში, რაც უნდა გავაკეთოთ ისრაელის მომავლის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა გაეროში ისრაელის ელჩმა. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა. გუშინ, 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. გუშინვე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)