|
2023-10-09 12:44:42, 796 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დავიბრუნეთ
ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამჟამად მის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს,- ამის შესახებ The Guardian-ი ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერზე, დანიელ ჰაგარზე დაყრდნობით წერს. ჰაგარის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ "ჰამასის" მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე კვლავ იმყოფებოდნენ. "ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს ყველა სოფელზე. "ჰამასის" მებრძოლები, შესაძლოა, ისრაელის ტერიტორიაზე კვლავ იმყოფებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ყველაფრის გასარკვევად",- განაცხადა სპიკერმა. მისივე თქმით, ევაკუაცია ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ყველა დასახლებული პუნქტიდან მიმდინარეობს. ამასთან, ბოლო 48 საათში ისრაელმა 300 000 რეზერვისტი გაომოიძახა. ”ჯარი გადადის თავდასხმის ფაზაში, იყო ასობით დარტყმა, ახლა იქნება ათასობით”, - დასძინა მან. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. გუშინ, 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა. გუშინვე, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)