10:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 09:54:07, 698 ნახვა

მსოფლიო
ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

როგორც მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი დაშავებული ადამიანების რიცხვი 2 243-მდე გაიზარდა. 

The Times of Israel-ის ცნობით, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, 100-ზე მეტი პირი კი, ისლამისტური დაჯგუფების წევრებმა ღაზას სექტორში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

"ისრაელის არმიის მიერ, ღაზას სექტორთან ახლოს "ჰამასის" მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებამ უმძიმესი სურათი აჩვენა. მინდვრები, ავტომაგისტრალები, მიტოვებული ავტომანქანები ადამიანების ცხედრებით იყო სავსე. ტერორისტები მოქალქეებს სახლებშიც ხოცავდნენ",- წერს მედია.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

გუშინ, 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.

გუშინვე, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics