16:59 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 16:56:39, 683 ნახვა

მსოფლიო
მედია - ჯო ბაიდენი ნოემბერში სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნოემბერში ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, შეხვედრები სან-ფრანცისკოში გაიმართება.

თეთრი სახლის ოფიციალური პირები მედიასთან აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები გაძლიერდება, როდესაც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ვაშინგტონში, უახლოეს კვირებში ჩავა.

ცნობისთვის, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერები ერთმანეთს ბოლოს G20-ის სამიტის ფარგლებში, ინდონეზიაში, 2022 წლის ნოემბერში შეხვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics