|
2023-10-06 10:04:53, 790 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდება
დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრების მართვის გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული გეგმის შემუშავებაში ამერიკელი სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართული. "შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს ტყის ხანძრის მართვის სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებზე, რომლებიც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის პირობებში ტყე-პარკების და ბუნებრივი რესურსების უსაფრთხოების გაძლიერებას. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, განხორციელებულია არაერთი პროექტი, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს დაცული ტერიტორიების გამართული სისტემის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში",- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)