09:35 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 23:51:20, 849 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული იარაღი გამოცადა

მსოფლიოში არავინ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან პოტენციურმა მტრებმა რუსეთის ბირთვული არსენალის შესახებ ყველაფერი იციან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთმა თითქმის დაასრულა მუშაობა ატომურ კონტინენტთაშორის სარაკეტო სისტემა „სარმატზე“ და წარმატებით გამოცადა ატომური ძრავის მქონე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“.

„მტრის რაკეტის გაშვების აღმოჩენის მომენტიდან, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდის იგი, მსოფლიოს ოკეანეების ნებისმიერი წერტილიდან თუ ნებისმიერი ტერიტორიიდან, საპასუხო კონტრშეტევისას, იმდენი ასეული ჩვენი რაკეტა გამოჩნდება ჰაერში ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით, რომ არცერთ მტერს არ ექნება გადარჩენის შანსი“, - განაცხადა პუტინმა სოჭში სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიურ გამოსვლაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics