09:35 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 22:54:10, 747 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამხედრო ესკალაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეჩერდეს

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამხედრო ესკალაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეჩერდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცის თქმით, ის ევროპელ კოლეგებთან ერთად გრანადაში გამართულ პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მუშაობს საკითხზე, რათა მისი მოლაპარაკებები შედგეს.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეჩერდეს სამხედრო ესკალაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. კარგი იქნებოდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეხვედროდნენ აქ არსებული მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში, რომელიც უკვე არსებობს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და ჩემთან, მაგრამ ჩვენ აქ ვიმუშავეთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს მოლაპარაკებები შედგება“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics