|
2023-10-03 23:18:30, 814 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს და გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
უხვი ნალექის შედეგად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მცირე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები აჭარის ყველა მუნიციპალიტიტეში. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, ამ დროისთვის მუშაობს მძიმე ტექნიკა, იწმინდება გზები, ინტენსიურად ხორციელდება ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები და ასევე იწმინდება სანიაღვრე არხები და ცხაურები. "უხვმა ნალექმა და უამინდობამ რიგი გამოწვევები შექმნა მუნიციპალიტეტებში. უნდა აღინიშნოს, რომ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ყველა მუნიციპალური, საგზაო და საგანგებო სამსახური. მუნიციპალიტეტებში გვქონდა ერთეული შემთხვევები მცირე მეწყრული კერების, თუმცა ყველა ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ბათუმში ინტენსიურად მიმდინარეობს ზღვის არხების გაწმენდითი სამუშაოები. ყველაფერი კეთდება, რომ მინიმალური შეფერხება ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობა აღნიშნავს, რომ ქალაქთან შემოერთებულ რამდენიმე ლოკაციაზე დაფიქსირდა მიწის მასის მსუბუქი ჩამოშლა. ამასთან, ყველა ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ყოროლისთავში მდინარე ადიდდა, დაიტბორა კოტეჯების მიმდებარე ტერიტორია, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. "სოფლებში ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე, დაფიქსირდა სანიაღვრე არხებში ნატანის დაგროვების გამო გადმოვიდა წყალი. უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მძიმე ტექნიკა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ აჭარის მთავრობის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები", - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)