|
2023-10-02 17:05:25, 774 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექცია - ILO-მა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს, ბეატე ანდრეეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო. "საუბარი შეეხო შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. მხარეებმა განიხილეს ის მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებიც, რაც დასაქმებულთა უფლებებისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასეს. ასევე დადებიტად შეფასდა ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და აღსრულების მექანიზმები. განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა რეგიონულ ჭრილში მოწინავე ადგილს იკავებს. შეხვედრას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონსულტანტი ეკატერინე ქარჩხაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნათია ბუბუტეიშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია მჭედლიშვილი და საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი შორენა ყუბანეიშვილი ესწრებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)