|
2023-10-02 15:05:52, 738 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა კვირის ბოლოსკენ სრულად აღდგება, ხიდის რეაბილიტაცია კი, ოქტომბრის ბოლოსკენ დასრულდება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და განხორციელებული სამუშაოები შეაფასა. კახა კალაძის განცხადებით, ხიდზე ავტომობილების თავისუფლად გადაადგილება კვირის ბოლოსთვის თავისუფლად იქნება შესაძლებელი. „შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. დაახლოებით კვირის ბოლოს მოძრაობა სრულად აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი, თუმცა სამუშაოები გაგრძელდება. მიმდინარეობს თაღების მოპირკეთების სამუშაოები, ტროტუარების კეთილმოწყობა, გარე განათების ახალი ბოძები დამონტაჟდება, ხიდზე დეკორატიული მინათებები გაკეთდება და სამუშაოების დასრულებას ვფიქრობთ ოქტომბრის ბოლოსკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამ დროისთვის, ტროტუარზე ფილების დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენების დაგება დასრულებულია. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა მოაჯირები, გარე განათების ახალი ქსელი და დეკორატიული მინათებები, ასევე რეაბილიტირდება მტკვრის თავზე არსებული თაღი. რეაბილიტაციის შედეგად, ხიდს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება. შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის ღირებულება 4,5 მლნ ლარია. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია „ავტოგზა ლენტეხი 99“ ახორციელებს.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)