|
2023-10-01 11:11:00, 681 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: ქედს ვიხდი მათ წინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანას და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „რაც დრო გადის, მით უფრო ძვირფასი ხდება დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ და საყვარელ ქალაქს, საქართველოს გულსა და სულს, ჩვენს დედაქალაქს, თბილისს ეძღვნება. "თბილისობა" ის ტრადიციაა, რომელსაც ერთნაირი სითბოთი და სიხარულით აღნიშნავს დიდიც და პატარაც, ამ დღეს ელოდება ქალაქის მკვიდრიც და სტუმარიც, ქართველიც და უცხოელიც, ყველას თავისი წილი თბილისი აქვს გულში და საქართველოს დედაქალაქიც ყველას გვეძვირფასება. ჩვენს ქალაქს, ერთი შეხედვით, ამოუცნობი მიზიდულობის ძალა აქვს. დამეთანხმებით, რომ ეს ჭაღარა, უძველესი თბილისი საოცრად ახალგაზრდული და თანამედროვეა, სიცოცხლითა და სიხარულით, გრძნობებითა და ემოციებით სავსე ქალაქია. აქ 16 საუკუნეა, ერთმანეთის მხარდამხარ მოდიან სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთაც უყვართ და ეიმედებათ ერთმანეთი, ერთად ოცნებობენ საკუთარი ქალაქის საუკეთესო მომავალზე და ერთად ცდილობენ, ეს ქალაქი გააფერადონ, საკუთარი ფერი შესძინონ და იქ, სადაც სიყვარულია, მოგეხსენებათ, შეუძლებელი არაფერია. მეამაყება, რომ თბილისელების არჩევანით მაქვს შესაძლებლობა, ვიყო ამ ქალაქის მერი. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ვალდებულება ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს, იყო უძველესი და ულამაზესი ქალაქის მერი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და თბილისელების წინაშე აღებული ვალდებულებებია, თუმცა ამ ყველაფერს თან სდევს დიდი სიამოვნებაც, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქის დასახელების ცერემონიას უკავშირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თავის სიტყვაში დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა საპატიო თბილისელის წოდების მნიშვნელობას და იმ წვლილს, რომელიც დასახელებულმა მოქალაქეებმა თბილისის განვითარებაში შეიტანეს. მანვე პატივი მიაგო გარდაცვლილ საპატიო თბილისელთა ხსოვნას. „დღეს მეექვსედ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანასა და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა, ვისი ამაგის აღნიშვნაც ჩვენი ვალია, ვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ და თბილისის საპატიო მოქალაქედ დავასახელოთ. მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, ვიფიქროთ მის მომავალზე, შევეცადოთ და შევძლოთ მისი საუკეთესო სახით ტრანსფორმაცია. მესმის, რომ არსებობს სირთულეები და გამოწვევები, მაგრამ მერწმუნეთ, ერთად დგომით შესაძლებელია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო გავალამაზოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)