|
2023-09-28 11:09:23, 545 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დელეგაციის წევრებმა IFAD-ის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დელეგაციას IFAD-ის ვიცე-პრეზიდენტი დონალ ბრაუნი ხელმძღვანელობდა. „უკვე მრავალი წელია, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ის პროექტები, რომლებსაც IFAD-ის მხარდაჭერით ვახორციელებთ, ქვეყანას სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ეხმარება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი სურსათის უვნებლობის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით რეფორმების განხორციელებას და რეგულაციების დანერგავს გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ აღებული ვალდებულებების დიდი ნაწილი ქვეყანამ უკვე შეასრულა, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და რთული გზა გასავლელი, რაშიც ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება; მით უფრო ახლა, როდესაც საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია. IFAD-ის პროექტები, რომლებიც მცირე ფერმერების შესაძლებლობის განვითარებისკენ არის მიმართული, მნიშვნელოვანი შედეგების მომტანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების კუთხით“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა IFAD-ის მიერ დაფინანსებული „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტის“ (AMMAR) შედეგები და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია IFAD-ის მიმდინარე პროექტიც „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის (DIMMA) პროგრამა“ ასეთივე ხელშესახები და ღირებული შედეგების მომტანი იყოს. როგორც IFAD-ის ვიცეპრეზიდენტმა, დონალ ბრაუნმა განაცხადა, IFAD-სა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს, რაც ქვეყანაში რეფორმების განხორციელების და ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას მოიცავს. „სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დარგში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. მისასალმებელია, რომ ქვეყანა აქტიურად მუშაობს მიწის მდგრადი მართვის და საძოვრების მართვის რეფორმაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მცირე ფერმერების გაძლიერებას და IFAD-ის პროექტებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ზოგადად, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას“, - აღნიშნა დონალ ბრაუნმა. შეხვედრას IFAD-ის ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ევროპის განყოფილების (NEN) რეგიონალური დირექტორი დინა სალეჰი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და IFAD-ის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)