|
2023-09-28 10:12:14, 754 ნახვა
საზოგადოება
თბილისი „მდგრადი სასურსათო სისტემების შესახებ“ ევროკავშირის საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს
თბილისი „მდგრადი სასურსათო სისტემების შესახებ“ევროკავშირის საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებიან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გახსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, ნინო თანდილაშვილმა ყურადღება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირის სტანდარტებისა და მოთხოვნების დანერგვის პროცესზე გაამახვილა. „მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ელოდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას და ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ რეფორმებს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით, საქართველოში, ევროკავშირისა და ევროკომისიის ორგანიზებით, ასეთი მასშტაბის კონფერენცია ტარდება. კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე და, ასევე, იმ საკითხების განსახილველად, რაც დღეს ჩვენ წინაშე დგას სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებაში ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების დანერგვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა თანდილაშვილმა. მიმდინარე ღონისძიების მიზანი მონაწილე ქვეყნებსა და მხარეებს შორის მდგრადი სასურსათო სისტემების შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებაა. „საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო კავშირი და თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით. მნიშვნელოვან პროგრესს ვხედავთ სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა კეთილდღეობის მიმართულებით. რაც შეეხება მდგრად სასურსათო სისტემებს, ეს არის ახალი გამოწვევა კლიმატური ცვლილებების პირობებში, რომლის შესახებაც ახლა ერთად ვსწავლობთ, ვმსჯელობთ. სწორედ ეს არის ამ ღონისძიების მიზანი, რომ გავცვალოთ ჩვენი ხედვები, ცოდნა, გამოცდილება, ერთად უნდა ვიმუშაოთ ჩვენი მიზნების განსაზღვრისა და შესრულებისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერმა, იან ბლუმენდალმა. კონფერენციაში ევროპის და ცენტრალური აზიის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)