|
2023-09-27 15:12:37, 906 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - იმედი მაქვს, ყველანი მოვესწრებით იმ დროს, როდესაც ენგურის ხიდსაც და სხვა გამყოფ ხაზებსაც ერთად გადავალთ
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სოფელ რუხის მოსახლეობას შეხვდა. იოსელიანის განცხადებით, სოხუმის დაცემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია საქართველოს უახლეს ისტორიაში. „სოხუმის დაცემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მაგრამ ამავე დროს, ეს არის დღე, რომელმაც ბევრი რამ უნდა გვასწავლოს, უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, თუ როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას აფხაზებთან, როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას ოსებთან. მათთან ჩვენი თანაცხოვრების ერთადერთი ფორმა უნდა იყოს მშვიდობა. სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არის დაცული ადამიანის უფლებები. მე იმედი მაქვს, ჩვენ ყველანი მოვესწრებით იმ დროს, როდესაც ერთად გადავალთ ამ ხიდსაც და სხვა გამყოფ ხაზებსაც და იქიდან ვიმუშავებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ძალიან უხეშად არის დარღვეული“,- განაცხადა ენგურის ხიდთან მყოფმა სახალხო დამცველმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)