|
2023-09-27 15:02:32, 838 ნახვა
საზოგადოება
ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილი აშშ-ის ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს შეხვედრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, ქრისტოფერ ჰანსონს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა 20-წლიანი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. „სოლომონ პავლიაშვილმა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმის წარმატების, ასევე, საქართველოში მარეგულირებელი ორგანოს დაფუძნების, ინფრასტრუქტურის მოწყობის და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხები. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა არაერთი საერთაშორისო მისიის ანგარიში, სადაც პროგრესად შეფასდა ქვეყნის მიერ განხორციელებული ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვალდებულებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად მიღებული 15-ზე მეტი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დარეგულირდა მოსახლეობის და გარემოს დაცვისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წელს მიღებული კანონი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“. აშშ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი სახელმწიფოა რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში. ხაზგასმით აღინიშნა უმოკლეს ვადაში ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის, განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის და შედეგების მდგრადობის მნიშვნელობა. მხარეებმა საქართველოს მიმდინარე გამოწვევები და არსებული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებიც განიხილეს. აშშ-ის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ქვეყნის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების სამომავლო მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)