|
2023-09-27 12:45:28, 830 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტის გამო, კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის დრო გახანგრძლივდება
პირველ ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტის გამო, კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის დრო გახანგრძლივდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ავტობუსების აღნიშნული მარშრუტებია: N306, 308, 311, 315, 320, 327, 381, 384, 386. ავტობუსები 20:00 საათიდან გახანგრძლივებული დროის ჩათვლით, პიკის პერიოდში დაგეგმილი ინტერვალებით იმოძრავებენ. „პირველ ოქტომბერს, „დინამო არენაზე“, ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული, ქართველი მსმენელისთვის ძალიან საყვარელი მომღერალი ბრუნო მარსი, თავის ბენდთან ერთად, მსმენელის წინაშე წარსდგება. სასიხარულოა, რომ ეს მოვლენა ემთხვევა „თბილისობის“ დღესასწაულს. როგორც „სთარრინგ ჯორჯიას“ წინა კონცერტზე, ახლაც მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივდეს კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის დრო კონცერტის ღამეს, 02:00 საათამდე. მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ კონცერტზე მისულ მოქალაქეებს, რომ სახლში დროულად დაბრუნება მოახერხონ“, - განაცხადა კალაძემ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)