00:35 - 05 Oct, 2026
|
2023-09-26 14:39:16, 893 ნახვა
საზოგადოება
სებ-ი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმაც დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა, გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. გადაწყვეტილების შესახებ ცქიტიშვილმა სოციალურ ქსელშიც დაწერა. "როცა არსებობს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება",- წერს გვანცა ცქიტიშვილი. შეგახსენებთ, 20 სექტემბერს ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. თანამდებობა დატოვა ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც. აღნიშნული გადაწყვეტილება კი, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შევიდა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)