14:56 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-23 10:47:10, 1060 ნახვა

საზოგადოება
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ საველე ჩართულობითა და პრაქტიკული გათამაშებებით აქტიურად მიმდინარეობს

სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ აქტიურ ფაზაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების პრაქტიკული ნაწილისთვის სპეციალური სიმულაციური სცენარია შემუშავებული, რომელიც ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისულ სიტუაციებში მედიის წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობასა და პროფესიული საქმიანობის მაღალ დონეზე განხორციელებას ითვალისწინებს.

"მათ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავებაც უწევთ. მედიის წარმომადგენლებისთვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სპეციალური მედიაცენტრია მოწყობილი.

სწავლების პრაქტიკული ნაწილი სხვადასხვა საველე სცენას მოიცავს. სწავლებაში მონაწილე მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას თეორიული კურსის დროს შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება უწევთ, მათ შორისაა უსაფრთხოების ნორმების სწორად დაცვა კრიზისული სიტუაციების დროს და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა დაჭრილი მოქალაქისთვის. 

მედიასწავლების საველე გათამაშებებს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებიც დაესწრნენ და კრიზისულ სიტუაციაში მედიის წარმომადგენლების მუშაობის პროცესს ადგილზე დააკვირდნენ. 

„ღირსეული პასუხი 2023“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარეობს. სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა უკვე მეშვიდედ მასპინძლობს",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics