|
2023-09-22 19:19:09, 824 ნახვა
საზოგადოება
შუახევის მერი ომარ ტაკიძე მაწყვალთისა და კარაპეტის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ედუარდ გოგრაჭაძესთან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ნატარიძეთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მაწყვალთისა და კარაპეტის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.
შუახევის მერიის ცნობით, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, ჯემალ ზოიძესა და ვალოდია ზოიძეს საიუბილეო თარიღი პირადად მიულოცა და მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის საპატიო სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით დააჯილდოვა.
"ჯემალ ზოიძე 50 წელია საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობას. სხვადასხვა დროს მუშაობდა შუახევის სახალხო განათლებაში სხვადასხვა პოზიციაზე. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა სხეფის, ხაბელაშვილების, კარაპეტისა და მაწყვალთის საჯარო და საშუალო სკოლებში. 2005 წლიდან მაწყვალთის საჯარო სკოლის დირექტორია, პარალელურად გეოგრაფიის მასწავლებელი. ვალოდია ზოიძე 1980 წლიდან წარმატებით ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. კარაპეტის საჯარო სკოლაში დღემდე ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას. ამჟამად სკოლის დირექტორია. ღვაწლმოსილ პედაგოგებს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს საპატიო სიგელები პედაგოგიურ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის. ომარ ტაკიძემ პედაგოგებთან შეხვედრაზე, განათლების სფეროში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და იმ სიახლეებს გაეცნო, რომელიც სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო პერიოდში განხორციელდა. მასწავლებლებს ახალი სასაწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)