|
2023-09-22 13:52:46, 675 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა აშშ-ში, იაპონიის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, აშშ-ში, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მაღალი დონის შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ათი წლის წინ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მიაღწიოს ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობას, რათა დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქე ჯანმრთელობის რისკებისაგან. COVID-19-მა, გლობალურად, ჯანდაცვის სისტემებში კრიტიკული გამოწვევები შექმნა. აღნიშნულ პერიოდში, ჩვენი ძალისხმევა ეხებოდა ერთის მხრივ პანდემიის მძიმე შედეგებთან ბრძოლას და მეორეს მხრივ აუცილებელ სერვისებზე, მედიკამენტებსა და ვაქცინებზე უწყვეტი წვდომის შენარჩუნებას. საქართველო სრულად იზიარებს ხედვას, სამედიცინო რეაგირების ზომებზე (MCMs) თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ. უნდა გაძლიერდეს ეროვნული ძალისხმევა ჯანმრთელობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, რათა უზრუნველვყოთ დროული ხელმისაწვდომობა სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტებზე, დიაგნოსტიკასა და სხვა სამკურნალო საშუალებებზე. საქართველოს, 2022-2030 წლების, ჯანდაცვის ეროვნული სტრატეგია პრიორიტეტად განსაზღვრავს პირველადი ჯანდაცვის განვითარებას და სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა შეიქმნას უფრო ძლიერი ჯანდაცვის პლატფორმა, რომელიც უკეთ მოემზადება და უპასუხებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებს“, - განაცხადა აზარაშვილმა. მათივე ცნობით, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გამართული ფორუმი იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ გახსნა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს. სიტყვით გამოვიდა გეითსების ფონდის თანათავმჯდომარე ბილ გეითსი, რომელმაც აქცენტები გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებსა და ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გააკეთა. ჯანდაცვის მინისტრი, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)