|
2023-09-21 09:44:11, 654 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა. კანონპროექტში ცვლილება ერუშეთის ეროვნულ პარკში განხორციელებული სადემარკაციო სამუშაოების შედეგად იქნა შეტანილი. „აღსანიშნავია, რომ სადემარკაციო სამუშაოები ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან გაფართოების შემდეგ ხორციელდება. ერუშეთის ეროვნული პარკი ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 2021 წელს დაარსდა. დემარკაციის შედეგად დაზუსტდა დაცული ტერიტორიების საზღვრები, გაიმიჯნა საზღვრებში მოხვედრილი მოსახლეობის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, დაცული ტერიტორიისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურული ობიექტები, ასევე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის გაფართოების შედეგად პარკის საზღვრებში იყო მოხვედრილი. დემარკაციის პროცესი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 ივნისის №414 დადგენილების - „დაცული ტერიტორიების დემარკაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად და ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)