|
2023-09-20 09:58:51, 1119 ნახვა
მსოფლიო
ალიევი ბლინკენს - თუ სომხეთის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან, ანტიტერორისტული ღონისძიებები შეწყდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, თუ სომხეთის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან, "ანტიტერორისტული ღონისძიებები" შეწყდება. "პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქმედებები, მათ შორის, 9 სექტემბერს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, არის სომხეთისა და მის მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი ე.წ. სეპარატისტული ორგანიზაციის მიერ აზერბაიჯანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაციების გაგრძელება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავსი პროვოკაციული და წამახალისებელი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, აზერბაიჯანს რეგიონში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყება მოუწია. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანტიტერორისტული ღონისძიებების განხორციელებისას სამიზნეები არ არის მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურის ობიექტები, განადგურებულია მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რეინტეგრაციის საკითხების განსახილველად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მიიწვია დიალოგზე ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები, მაგრამ მათ ამაზე უარი თქვეს, თუმცა ადგილობრივი ანტიტერორისტულ ღონისძიებების დროს, ისინი კიდევ ერთხელ მიიწვიეს დიალოგზე. ამასთან, როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, იარაღის დაყრისა და განიარაღების შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები შეწყდება. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოხატა არსებული სიტუაციის გამო, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს ბაქოსა და ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომხების წარმომადგენლებს შორის“- აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო. ამასთან, როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენის, გეგამ სტეპანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 2 ადამიანი, რომელთა შორის ერთი ბავშვია.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)