|
2023-09-19 12:01:35, 756 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნოების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა გერმანიაში ვორქშოფი გაიარეს
გერმანიაში, ქალაქ ჰერშინგში, აგრარულ სექტორში დასაქმებული ახალგაზრდებისთვის, 31-ე საერთაშორისო ლიდერული ვორქშოფი ჩატარდა, რომელში მონაწილეობა სოფლის მაწოებინოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა მიიღეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, ვორქშოფში 46 ქვეყნის 77 წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. აღნიშნული პროგრამა 1962 წლიდან მიმდინარეობს და მასში გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული. „ვორქშოფის მიზანი სექტორში არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მონაწილე ქვეყნებში დანერგვის ხელშეწყობაა. სემინარებზე განხილული იყო აგრარულ სფეროში არსებული გამოწვევები, გუნდური მუშაობის პრინციპები, კრეატიული ტექნიკების ათვისება, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, კონფლიქტის გადაჭრის გზების შემუშავება და მდგრადი განვითარების პრინციპები. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა ვორქშოფის მონაწილეებს საქართველოს აგრარულ სფეროში მიმდინარე პროცესები და დარგის პოტენციალი გააცნეს. სემინარის ფარგლებში, ორგანიზებული იყო ექსკურსიები აგრარულ ფერმებში, ბიოგაზის საწარმოსა და საგანმანათლებლო ცენტრებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)