14:41 - 26 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 16:31:57, 562 ნახვა

საზოგადოება
„საბა“ 2023-ის საიუბილეო დაჯილდოების თარიღი ცნობილია

ლიტერატურული პრემია "საბასთვის" წელს მნიშვნელოვანი თარიღია, ზუსტად 21 წლის წინ პოეტმა რატი ამაღლობელმა და "თიბისი ბანკმა" კონკურსი ერთად დაარსეს.

საზეიმო ცერემონია გაიმართება 19 სექტემბერს, 21:00 საათზე შატო მუხრანში, რომელიც  ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 

2023 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 11 ნომინაციაში გამოავლენს. წელს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი, რომელიც ჟიურიმ უკვე განიხილა და 8 ნომინაციაში ფინალისტების სიაც ცნობილია. ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგი ნომინაციებიდან:

1. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

2. საუკეთესო პიესა

3. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

4. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

5. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

6. საუკეთესო პროზაული კრებული

7. საუკეთესო პოეტური კრებული

8. საუკეთესო რომანი

9. მკითხველის “საბა”

10. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

11. მკითხველის “საბა”

12. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში

დაელოდეთ,  „საბა“ 2023-ის დაჯილდოებას 19 სექტემბერს, 21:00 საათზე, ტელეკომპანია "ფორმულას" და "საბასა" და "თიბისის" Facebook გვერდებზე.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვაზე ვატიკანში საქართველოს ორი პრეზიდენტი იმყოფება
ზელენსკიმ რომში ტრამპთან მოლაპარაკებები გამართა - მედია
ევროკავშირი და აზერბაიჯანი ახალ ყოვლისმომცველ შეთანხმებას ამზადებენ
პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია დაიწყო - პირდაპირი ტრანსლაცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი