|
2023-09-15 14:52:48, 753 ნახვა
საზოგადოება
მერია - ვაზისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, N90 სკოლის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კალაძის თქმით, სკვერის მიმდებარედ ასევე ეწყობა სკეიტ პარკიც. „ამ სივრცის მოწესრიგება ჩვენი დაპირება იყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა სასეირნო ბილიკები, ფანჩატურები. ხე-მცენარეები, რომელიც ჯანსაღია, შენარჩუნდება და დაემატება ახალი მცენარეები თავისი სარწყავი სისტემებით. მოწესრიგდება გარე განათების სისტემა, ბავშვებისთვის დამონტაჟდება ატრაქციონები. ეს პროექტი ორ ნაწილად არის გაყოფილი. წელს სამუშაოების გარკვეული ნაწილი იქნება დასრულებული - ეს არეალი, რაც დავათვალიერეთ. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში ძაღლების სასეირნო სივრცე მოეწყობა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო. ასევე, აქვე ახლო კეთდება სკეიტ პარკი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს“,- განაცხადა კალაძემ. მერიის ცნობით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, ისნის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კახა ლაბუჩიძე. „ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 16 000 კვადრატული მეტრია, სრულად რეაბილიტირდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე შადრევანი; ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები, დაირგვება მწვანე ნარგავები და დაითესება ბალახი. სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 4,5 მლნ ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)