|
2023-09-14 16:32:26, 767 ნახვა
საზოგადოება
დიდ ლილოში არსებულ პოლიგონთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის შეხვედრა გაიმართა
დიდ ლილოში არსებულ პოლიგონთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე ესწრებოდნენ. „მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პოლიგონთან დაკავშირებით დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეებს მუდმივ რეჟიმში მიაწოდებენ. ასევე, შემდეგ კვირაში დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა. თბილისის მუნიციპალიტეტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობის მიმართულებით, რაც დედაქალაქს დაეხმარება, დააკმაყოფილოს 2014 წელს გაფორმებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული გარემოსდაცვითი ვალდებულება. პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვასა და უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან შეგროვებული გაზის (მეთანის) უტილიზაციას (გამოყენებას). ბანკმა დედაქალაქს დაუქირავა საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია Enviroplan S.A., რომლის კონსულტანტებიც მიმდინარე წლის დეკემბერში დაასრულებენ პროექტზე მუშაობას. პროექტის საფუძველზე გამოცხადდება გაზშემკრები სისტემისა და უტილიზაციის შესახებ ტენდერი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით. ტენდერის დასრულების შემდეგ კი დაიწყება პროექტის განხორციელება. ასევე, მნიშვნელოვანია შემდეგი შენობა-ნაგებობების მშენებლობა: მასალების აღმდგენი ობიექტი, მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტი, გაბარიტული ნარჩენის განსათავსებელი მოედნები. ამ დროისთვის EBRD-ისა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ ICP-ის დახმარებით, მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მასალების აღმდგენი ობიექტისა (MRF) და მექანიკური ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს (MBT) საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ასაშენებლად. აღნიშნული პროექტი იქნება ნარჩენების სეპარირებულად განთავსების, შეგროვებისა და რეციკლირების დაწყების საფუძველი, რაც საგრძნობლად გაუზრდის სიცოცხლისუნარიანობას პოლიგონს, დაასტაბილურებს უჯრედზე განსათავსებელ ნარჩენსა და მოახდენს რეციკლირებული მასალის რეალიზებას. დიდ ლილოში არსებული მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონი 2010 წელს გაცემული ნებართვის შესაბამისად ფუნქციონირებს. ნაგავსაყრელი შედგება სამი უჯრედისგან, საიდანაც ორი სრულად შევსებული და გადახურულია. ამჟამად ფუნქციონირებს მესამე უჯრედი, სადაც ნარჩენების განთავსება გაცემული ნებართვის შესაბამისად მიმდინარეობს. ხდება ნარჩენების კომპაქტირება და ყოველდღიურად გადაფარვა. ვინაიდან უჯრედებს აქვს თავისი ტევადობა, იგეგმება მეოთხე უჯრედის მოწყობა, რომელზეც საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად მომზადებულია პროექტი. 2010 წელს გაცემული ნებართვის ფარგლებშიც გათვალისწინებული იყო ოთხი უჯრედის მოწყობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)