|
2023-09-14 15:51:51, 803 ნახვა
საზოგადოება
ნაღმი არ აღმოჩნდა, მიმდინარეობს გამოსახლება - აღსრულების ეროვნული ბიურო მაღალაშვილის ქუჩაზე არსებულ ვითარებაზე
თბილისში, მაღალაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, საიდანაც მოქალაქის გამოსახლება მიმდინარეობს, ნაღმი არ აღმოჩნდა. ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, პაატა შამუგიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შამუგიას თქმით, მოქალაქემ ბინაში ნაღმის არსებობის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გამოსახლების პროცესის დასაწყებად ადგილზე მივიდნენ. შამუგიას განცხადებითვე, გამოიძახეს შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ბინაში ნაღმი არ არსებობდა, აღნიშნულის შემდეგ კი, მოქალაქესთან მორიგება ვერ მოხერხდა და ამ დროისთვის, გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს. "ჩვენ როცა აქ მოვედით, მოვალემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ნაღმი. ჩვენ როგორც გვევალება პროტოკოლით, ვაცნობეთ 112-ს. მოხდა გადამოწმება როგორც ბინის, ასევე ამ ადამიანის და ინფორმაცია აღმოჩნდა ცრუ. ამის შემდგომ ვაწარმოეთ მოლაპარაკება მხარეებთან. მათი შეთანხმება ვერ მოხერხდა, შესაბამისად მიმდინარეობს გამოსახლების პროცესი... აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ჰქონდა სხვა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ გადაედო დღევანდელი გამოსახლება",- განაცხადა პაატა შამუგიამ. ცნობისთვის, თბილისში, მაღალაშვილის ქუჩაზე დილიდან მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)