14:04 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 17:24:29, 1139 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიამ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება წარადგინა

ევროკომისიამ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Европейская правда ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ ვალდის დომბროვსკის ოფისის ხელმძღვანელმა, მაიკლ გეგერმა წარადგინა.

როგორც მედია წერს, ამ ეტაპზე უცნობია, საუბარია შეზღუდვების 2023 წლის ბოლომდე გახანგრძლივებაზე თუ უფრო მოკლე ვადით.

ცნობისთვის, 15 აპრილს პოლონეთმა უკრაინიდან მარცვლეულის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტი აკრძალა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 12 სექტემბერს პოლონეთის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკომისიას მოუწოდებდა,  უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა გაეხანგრძლივებინა, რომლის ვადაც 15 სექტემბერს იწურება.

ამასთან, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, კიევი არ არის მზად, პოლონეთის იმპორტის აკრძალვას შეეგუოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics