14:03 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 11:53:19, 838 ნახვა

მსოფლიო
მილერი - აშშ უყოყმანოდ დააწესებს ახალ სანქციებს, თუ პუტინი და კიმ ჩენ ინი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდებიან

უყოყმანოდ დავაწესებთ ახალ სანქციებს, თუ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდებიან,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი გადაცემა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა იქნება. 

„მინდა შევახსენოთ ორივე მხარეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი გადაცემა იქნება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიყენებდით სანქციებს პირების მიმართ, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის ომს, გავაგრძელებთ მათ გამოყენებას და უყოყმანოდ დავაწესებთ ახალ სანქციებს, თუ საჭირო იქნება“,- განაცხადა მილერმა.

მისივე თქმით, პუტინს სამხედრო ძალისხმევის მდგრადობაში პრობლემები აქვს და დახმარებას ჩრდილოეთ კორეისგან ეძებს.

„ვფიქრობ, არ არსებობს უკეთესი მტკიცებულება, ვიდრე ახლა, რომ წელიწად-ნახევრის შემდეგ, მან არამხოლოდ წარუმატებლობა განიცადა ბრძოლის ველზე დასახული მიზნების მიღწევაში, არამედ ხედავთ, თუ როგორ მიემგზავრება ქვეყნის ბოლოში კიმ ჩენ ინისთვის სამხედრო დახმარების სათხოვნელად. ფაქტი, რომ ეს „დიდი ოცეულის“ შემდეგ ხდება, სადაც პრეზიდენტ პუტინს ვერსად ნახავდით, ვფიქრობ, დიდწილად მისი საერთაშორისოდ განდევნილის სტატუსია, რომელიც მან საკუთარი ქმედებებით განაპირობა. ეს ნიშნავს, რომ მას სამხედრო ძალისხმევის მდგრადობაში პრობლემები აქვს და დახმარებას ჩრდილოეთ კორეისგან ეძებს“,- დასძინა მილერმა.

ცნობისთვის, იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მოსკოვს იარაღი არ მიაწოდოს.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში უკვე ჩავიდა. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მატარებელმა ფედერაციის საზღვარი სამშაბათს დილით გადაკვეთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics