14:41 - 06 Oct, 2026
|
2023-09-11 13:12:11, 845 ნახვა
მსოფლიო
მედია - პუტინი კიმ ჩენს ინს, შესაძლოა, 13 სექტემბერს შეხვდეს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს, შესაძლოა, რუსეთში, 13 სექტემბერს შეხვდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთ კორეის მაუწყებელზე YTN-ზე დაყრდნობით ავრცელებს. YTN-ის ცნობით, ხელისუფლების მაღალჩინოსანმა ანონიმურად განუცხადა, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში სპეციალური მატარებლით უკვე გაემგზავრა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს რუსული სამთავრობო მედია Interfax-იც. როგორც მედია წერს, კიმ ჩენ ინი შორეულ აღმოსავლეთს "უახლოეს დღეებში" ეწვევა. ცნობისთვის, თუ მოგზაურობა დადასტურდება, ეს იქნება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და პირველი მოგზაურობა COVID-19 პანდემიის შემდეგ.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)