05:18 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 10:09:53, 789 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - მელიას აღქმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საინტერესო არ არის

ნიკანორ მელიას აღქმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საინტერესო არ არის,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რსატი ბრეგაძემ  ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებულია და საქმეში „მელია საქართველოს წინააღმდეგ" მელია არის დამარცხებული.

„ჩვენ აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან პოლიტიკური შეხედულებები, შეგრძნებები და სამართალი. თუ რა შეფასება აქვს ბატონ ნიკანორ მელიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან უკვე არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მკაფიოდ და ხაზგასმით თქვა, რომ ნიკანორ მელიას მიმართ განხორციელებული ღონისძიებები იყო სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით,  დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობილების და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება არის ქართველი ხალხის ისტორიული ნება, რაც სამართლებრივ ნორმებზე შეთანხმებას და მის დაცვას გულისხმობს. და თუკი ადამიანი არ დაემორჩილება კანონმდებლობას, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. სწორედ ასეთი პასუხისმგებლობა დაეკისრა ნიკანორ მელიას. ამავდროულად, აქ დაცული იყო ადამიანის უფლებები უმაღლესი ევროპული სტანდარტით.

„მელიას აქვს გამოხატვის თავისუფლება და შეუძლია, თავისუფლად ისაუბროს იმაზე, რაც უნდა და იმ ფორმით, რა ფორმითაც მოესურვება, მაგრამ სამართლებრივი პროცედურა არის დასრულებული. სასამართლომ თქვა, რომ საქმეში არცერთი მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან არ იყო მოტივირებული პოლიტიკურად... სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებულია და საქმეში „მელია საქართველოს წინააღმდეგ" მელია არის დამარცხებული",- დასძინა იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics