|
2023-09-05 11:36:40, 628 ნახვა
საზოგადოება
მებაჟე ოფიცრებს ახალი სამსახურებრივი ფორმები გადაეცათ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის ყველა გამშვები პუნქტისა და გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებს დღეიდან, საქართველოში წარმოებული, მაღალხარისხიანი ქსოვილისგან დამზადებული ახალი ფორმა და სპეციალური ეკიპირება გადაეცათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები/საწვიმრები და ზამთრის ფეხსაცმელები სპეციალურად საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი და საერთაშორისო სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს. „მებაჟე ოფიცრების სამუშაო რეჟიმიდან და სხვადასხვა ლოკაციაზე რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, სამსახურებრივი ფორმის შექმნისას გათვალისწინებულია, როგორც მისი კომფორტულობა, ასევე თერმორეგულაციის სავალდებულო კომპონენტი და ხარისხი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომშრომლებს, თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სპეციალური სახელმწიფო წოდება მიენიჭათ. სწორედ, აღნიშნული წოდებები და მათი განმასხვავებელი ნიშნები არის გამოსახული საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების ახალ ფორმებზე. მიმდინარე კვირის განმავლობაში, ზამთრისა და გაზაფხულის სეზონების ახალი ფორმები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბაჟო დეპარტამენტის 1550 თანამშრომელს დაურიგდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)