|
2023-09-04 15:12:30, 664 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სამტრედიაში ბურთის ძეგლის დადგმასთან ჩემს ოჯახს და სამტრედიის მერიას კავშირი არ აქვს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამტრედიაში, ბურთის ფორმის ძეგლის დადგმასთან მის ოჯახს კავშირი არ აქვს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ჟურნალისტების კითხვაზე, დაიდგა თუ არა აღნიშნული ძეგლი მამამისის, კარლო კალაძის საპატივსაცემოდ, თბილისის მერი პასუხობს, რომ ბურთის ფორმის ძეგლი ფეხბურთის მოყვარულთა კერძო ინიციატივით დაიდგა და არანაირი შეხება მის ოჯახს ამ ინიციატივასთან არ აქვს. „ვის გჯერათ, რომ მამაჩემის საპატივსაცემოდ დადგეს ძეგლი? ეს არის კეთილი ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, სამტრედიაში მცხოვრები იმ ადამიანების, ვისაც უყვარს ფეხბურთი. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩემი ოჯახი, მამაჩემი და სამტრედიის მერია აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)