|
2023-08-30 21:23:00, 839 ნახვა
საზოგადოება
კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოსაწყობად ახალი პროგრამა იწყება
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში პროგრამის ,,დანერგე მომავალი’’ მეშვეობით, 2,500 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა მოცვის კულტურა. მომავალ წლებში საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 20-25,000 ტონას შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან განხორციელდა 18 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 3,000 ტონა მოცვის ექსპორტი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 118% -ით აღემატება. „სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდგომ ჩვენ გვექნება მოცვის საკმაოდ დიდი მოსავალი. რაც, რა თქმა უნდა, გახდება დასავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ კენკროვანი კულტურები მალფუჭებადია, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამავდროულად ხელი შევუწყოთ ფერმერებს, შექმნან სამაცივრე მეურნეობები, სადაც შეინახავენ მოსავალს და შემდგომ უკვე ეტაპობრივად მოახდენენ მის რეალიზაციას. ვფიქრობ, ეს პროგრამა იქნება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, შედარებით მცირე და საშუალო ფერმერებისათვის,“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. სახელმწიფო პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. დაფინანსდება არანაკლებ 30 ტონა მოცულობის პროდუქციის შენახვაზე გათვლილი შესანახი მაცივრები. ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე თანადაფინანსება განისაზღვრა შესანახი მაცივრის ღირებულების არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარით. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სასოფლო-სამერნეო კოოპერატივს ან/და მის არანაკლებ ხუთ მეპაიეს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში ერთ მუნიციპალიტეტში, არანაკლებ 10 ჰექტარზე გაშენებული უნდა ჰქონდეს ლურჯი მოცვის, მაყვლის, ჟოლოს ბაღი.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)