|
2023-08-30 17:25:38, 651 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - სახელმწიფო ილტოს წყალსაცავის მშენებლობისთვის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება. შამუგიას თქმით, ილტოს ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავს ისტორიული მნიშვნელობა ექნება. „ჩვენ ვაკვირდებით, რომ კლიმატის ცვლილებს ფონზე ყოველწლიურად წყლის მნიშვნელოვანი დეფიციტია მდინარეებში, მათ შორის მდინარე ალაზანში, ეს განსაკუთრებით ივლის-აგვისტოშია, გვალვის პერიოდში. მთელი მსოფლიოს მიდგომა არის, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, რათა წყლის რესურსები დაგროვდეს და შესაბამისი წყალსაცავების მშენებლობა მოხდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი კვლევის დაწყება, რომ შევისწავლოთ მდინარე ილტოზე შესაბამისი წყალსაცავის მშენებლობის საკითხი, რომელიც უნდა მოემსახუროს ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის დაახლოებით 40 ათას ჰექტარ ფართობს. წყალსაცავის მშენებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მომავალში ამ ფართობების გვალვების პერიოდში გარანტირებული წყალუზრუნველყოფა. ვფიქრობ, ეს ისტორიული პროექტი იქნება, თუმცა პირველ ეტაპზე ჩასატარებელია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით და კვლევების საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება მშენებლობასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაწყებული იყო ამ ლოკაციაზე წყალსაცავის მშენებლობა, რომელიც 90-ანი წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ გაჩერდა. გარკვეული სამუშაო შესრულდა. მაშინ პროექტი ითვალისწინებდა დაახლოებით 80 მლნ კუბური მეტრი ტევადობის წყალსაცავის მშენებლობას, თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის დეტალურად შესასწავლი. სწორედ ამ შესწავლას ვიწყებთ“,- განაცხადა შამუგიამ.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)