09:13 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-29 12:07:09, 772 ნახვა

საზოგადოება
გერმანიის ელჩის მოადგილე - სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით უდიდეს საქმეს აკეთებს

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის, ვაზის ქართული ჯიშების და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის გაცნობის მიზნით, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმრებმა აკად. სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის ვაზის ქართული ჯიშების კოლექცია დაათვალიერეს და ქართული ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

„ქართული ღვინო, ბოლო წლებში, ძალიან წარმატებულია გერმანიის ბაზარზე, ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება ექსპორტიც. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბევრ ღვინოს გავეცანი, თუმცა საინტერესო იყო ცენტრში დაცული ვაზის ჯიშების ნახვა. მნიშვნელოვანია, გვენახა რას საქმიანობს ცენტრი და მოგვესმინა სამომავლო გეგმები. ვთვლი, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით უდიდეს საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა გერმანიის ელჩის მოადგილემ, ტანია ჰუტმა.

ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა 80 ჰა ფართობზეა განთავსებული, სადაც ვაზის უცხოურ ჯიშებთან ერთად, ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშებია დაცული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics