10:07 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 17:56:07, 860 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დელეგაციას აკადემიკოს მ. მირზაევის სახელობის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ულუგბეკ აბდუგანიევი ხელმძღვანელობდა.

„მისასალმებელია, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება, რაც ბიძგს მისცემს მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდეს ურთიერთობები. ჩვენ შევძლებთ ერთმანეთს გავუზიაროთ აგრარული დარგის სხვადასხვა მიმართულებით არსებული წარმატებული გამოცდილება, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო და ეფექტიანი იქნება“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

როგორც უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა,  ულუგბეკ აბდუგანიევმა შეხვედრაზე აღნიშნა, ბოლო წლებში, უზბეკეთში აქტიურად ვითარდება მევენახეობა- მეღვინეობის დარგი; უზბეკური მხარისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

შეხვედრაზე საუბარი  შეეხო საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის მევენახეობა-მეღვინეობის, მეაბრეშუმეობის და მეჩაიეობის მიმართულებით  თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს გამართავს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან. 

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების  წარმომადგენლები

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის  კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმება საქართველოში  უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის (17-18 ივლისი) ფარგლებში შედგა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics