|
2023-08-21 15:14:50, 874 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა დეგნანს - როგორც ელჩი ვერ შედექით, ასე, რომ Goodbye my darling
მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ყოფილო ელჩო, მე მინდა ეს პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას. ზარქუას თქმით, საქართველოსა და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი, არეულობა და არც "მეორე ფრონტის გახსნა". "სადაც ჩატარდა ელექტრონულად, არცერთი პრობლემა, ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ყველა, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ადგილობრივმა და არასამთავრობოებმა თქვეს, რომ ეს გამართულია და ეს მოქმედებს. ამას რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებ 2024-ში - მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ყოფილო ელჩო! მე მინდა მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ - თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით, იმ სახელმწიფოსი, რომელზეც დღემდე იმედებს ვამყარებთ და მომავალშიც დავამყარებთ. ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში კიდევ რომ წინ წავიწიოთ. თქვენ ამისთვის არცერთი ნაბიჯი არ გადაგიდგამთ, ისევე, როგორც დღემდე არ აქვს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან და თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ, არც უვიზო მიმოსვლა აქვს საქართველოს აშშ-სთან და თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ და არც ინვესტიცია ჩაგიდიათ. ვწუხვარ ძალიან ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით, ასე, რომ "Goodbye my darling",- განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, დღეს, 21 აგვისტოს, ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, "არასწორი რაღაცები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდებამსგავსი რამ თვეებით ადრე მიმდინარეობს, ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა და დაშინება".
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)