|
2023-08-07 19:38:01, 657 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ შოვში განვითარებული სტიქიის წარმოქმნის პირველად შეფასების მომზადებაში ჩართულ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს მადლობა გადაუხადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შოვში განვითარებული სტიქიის წარმოქმნის პირველად შეფასებაზე კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველადი შეფასება, სხვადასხვა ინფორმაციის მოძიების, ანალიზის და ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადდა. „დღეს გლოვის დღეა საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს და მთელ ქვეყანას. ძალიან მძიმე ტრაგედია დაგვატყდა თავს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ავიცილებდით თავიდან. გუშინ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას მივაწოდეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასება. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ 24 საათიანი მუშაობისთვის, რომელიც გაწიეს და საკმაოდ მოკლე დროში შეძლეს პირველადი შეფასების გაკეთება სხვადასხვა ინფორმაციის მოძიების და ანალიზის, ადგილზე დათვალიერების საფუძველზე. სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსისგან მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს ამ ადამიანებმა დავალებები შეასრულეს, რაც ყოვლად მიუღებელია; ეს არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა და მოვუწოდებ ყველას, რომ ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, ასრულებენ საკუთარ საქმეს; მათ დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში შეძლეს პირველადი შეფასების გაკეთება იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც მათ ჰქონდათ ამ პერიოდისთვის. ჩვენ, სპეციალისტები, სააგენტო გააგრძელებს მუშაობას და ხეობის კვლევას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ერთად, ჩვენ ვისაუბროთ შემდგომ განსახორციელებელ ღონისძიებებზე; უნდა მომზადდეს შესაბამისი რეკომენდაციები, თუ რა უნდა განხორციელდეს მომავალში კონკრეტულად ამ ხეობაში. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ის მნიშვნელოვანი დეტალები ამ კვლევის, წინასწარი შეფასების, რომელიც სპეციალისტებმა გააკეთეს. პირველი, ეს არის, რომ სტიქია დაიწყო შემდეგნაირად: მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას - დასკვნიდან ვაკეთებ ციტირებას - რომელიც უკვე დინამიკაში მოვიდა, შეეჯახა მყინვარს და მოხდა გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შემდგომში უკვე გამოიწვია თანმდევი პროცესები, მეწყრული პროცესები და შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა ღვარცოფში. მნიშვნელოვანი მომენტია ძალიან, რომ ეს ყველაფერი, ასევე ჩვენი სპეიცალისტების გათვლებით, დაახლოებით, 8-10 წთ-ის განმავლობაში მოხდა - დაწყებიდან, მანამ სანამ ის ჩავიდოდა უშუალოდ სტიქიის ზონაში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ასევე იყო საუბარი, რომ ადგილი ჰქონდა ორდღიან დაგუბებას და ა.შ.; სხვადასხვა არასწორი ინფორმაციები გვესმოდა ჩვენ ამ დღეების განმავლობაში. მდინარე ჭანჭახზე არსებობს ჰიდროლოგიური სადგური, რომლიდანაც აღებული მონაცემებით, მდინარეზე არც სტიქიამდე და არც სტიქიის პერიოდში, წყლის დონის სხვაობა არ ფიქსირდება. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი კვლევის, ვინაიდან ეს კვლევა აჩვენებს, რომ მდინარეზე ამ პერიოდში, სანამ სტიქია მოხდებოდა, წყლის დონის არც მატება და არც შემცირება დაფიქსირებული არ ყოფილა. ამის საფუძველზე, სპეციალისტები ამბობენ, რომ იქ რაიმე სახის დიდ, ხანგრძლივ შეგუბებას ადგილი ვერ ექნებოდა, ვინაიდან ეს პირდაპირ აისახებოდა მდინარის ხარჯის და დონის მაჩვენებლებზე. ასევე მნიშვნელოვანია შემუშავებული დასკვნის პუნქტი, რომელზეც მინდა, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია. ესეც არის სპეციალისტების მიერ გაკეთებული დასკვნა, რომ განვითარებული მოვლენები იყო იმდენად მყისიერი, იმდენად კომპლექსური, რომ მისი თავიდან აცილება, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ვფიქრობ, პირველ რიგში, ყველა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს ეს დასკვნა. პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ პოლიტიკური განცხადებებით, რომელსაც ისინი აკეთებენ, არ მიაყენონ შეურაცხყოფა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობდნენ, მუშაობენ დღესაც და ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებენ ჩვენი ქვეყნისთვის თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)