|
2023-08-07 13:21:59, 738 ნახვა
საზოგადოება
კალაძის თქმით, თანხმობა მისცა „იმედს“, მოეპოვებინათ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, რომელიც შოვიდან მისი ოჯახის გამოსვლას ასახავს
ვერ წარმომიდგენია, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, კალაძის ოჯახმა შოვი სტიქიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სახელმწიფო ვერტმფრენით დატოვა. „მინდა, შევეხო ერთ ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებაში იქნა გავრცელებული მიზანმიმართულად, თითქოს, მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი ჩემი შვილების სტიქიის ზონიდან გამოსაყვანად. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განმარტებები, საზოგადოებას ვუთხარი სიმართლე. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა და ამ ნაბიჯებს გადადგამდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად და გაქვთ მცდელობა, „გამაშავოთ“ პირადად მე, აგრესიულად განაწყოთ ადამიანი ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ძალიან დიდი ბოროტება, როდესაც ასეთ ცრუ ინფორმაციებს მიზანმიმართულად, გადამოწმების გარეშე ავრცელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ, მას მიმართა ტელეკომპანია „იმედმა“, მიეცა უფლება, მოეპოვებინათ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც სასტუმრო „შოვიდან“ მისი მცირეწლოვანი შვილების გამოსვლას ასახავს, რაზეც თანხმობა განაცხადა. ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ცილისწამება დაგმო. „საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური აქტივისტი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც აღნიშნული ბოროტება დაგმო. იყო უამრავი ჟურნალისტი, რომელიც ოპოზიციურ ტელეარხებში მუშაობს და არ წყდებოდა შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიბინძურე. მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის. ასევე, იყო ბევრი ადამიანი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, მათაც დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები, თუ რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ტყუილის და ჭორის გავრცელება მიზანმიმართულად. მათაც მინდა მადლობა გადავუხადო ამ პოზიციის დაფიქსირებისთვის, რადგან ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ან რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ასეთი ბოროტება მთლიანად ანგრევს და აზიანებს საზოგადოებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)