|
2023-08-04 15:33:56, 647 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი შოვზე - დღეს არის დრო ერთიანობის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის [ვიდეო]
მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება იმ ტრაგედიის წინაშე, რაც დატრიალდა გუშინ ღამე და დღეს. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მინდა, იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები აღმოჩნდნენ ცოცხლები,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ახლა გაერთიანების დროა. სალომე ზურაბიშვილმა მაშველებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. "ეს ტრაგედია არის ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედია, რომელსაც იზიარებს ყოველი ჩვენი მოქალაქე. ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, რათა ყველა ჩვენი შესაძლებლობით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომ გადალახონ ეს გაუსაძლისი პერიოდი მათი ცხოვრების. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს, ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც ადგილზე ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ, რათა გადარჩენილიყვნენ სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანები. მინდა, ასევე ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე, პირადად ვუცხადებთ სოლიდარობას ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, რომელიც იქ არის ჩართული, მთავრობას, დღეს არის დრო ერთიანობის და ერთად ამ ტრაგედიის გადალახვის. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე, პირადად ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. ჩვენ თვითონაც ვნახავთ მომავალ დღეებში, რა კუთხით შეიძლება, ჩვენი როლი და წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო მაშველებს. მათი როლი არ დასრულებულა და ძალიან რთული ამ პირობებში მუშაობა. ვიცით, რამდენად შეუძლიათ მათ ამ რთულ პირობებში ყველაფერი გააკეთონ, რათა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ. ასევე, მინდა, მადლობა მოვახსენო ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც დღეს უკვე გამოაცხადა სოლიდარობა ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. მოვისმინე პრემიერისგან, რომ სხვა ქვეყნებისგან დახმარება ჯერ არ არის საჭირო. თუ ეს საჭიროება გამოჩნდა, ასევე მზად ვარ, თუ ჩემი როლი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან დაკავშირებაში საჭირო გახდა, ამაშიც მივიღო მონაწილეობა. ჩვენ ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად",- განაცხადა პრეზიდენტმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)